Accessibility links

logo-print

ბაშარ ალ-ასადმა რომის პაპს პირადი წერილი გაუგზავნა


სირიის პრეზიდენტმა,ბაშარ ალ-ასადმა პირადი წერილი გაუგზავნა რომის პაპს ფრანცისკეს. ვატიკანის შაბათს გავრცელებული განცხადებით, წერილი ჩაიტანა სირიის დელეგაციამ, რომელიც ვატიკანს სტუმრობდა და შეხვდა მთვარეპისკოპოს პიეტრო პაროლინის, ასევე საგარეო ურთიერთობათა უწყების წარმომადგენელს, დომინიკ მამბერტის. განცხადებაში არაფერია ნათქვამი წერილის შინაარსზე. ფრანცისკე არაერთხელ შეეხო სირიაში მშვიდობის თემას, სხვათა შორის საშობაო გამოსვლაშიც.
XS
SM
MD
LG