Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლგოგრადის სარკინიგზო სადგურზე აფეთქებისას სულ მცირე, 15 ადამიანი დაიხოცა


სულ მ\ცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას, რომელიც რუსეთის სამხრეთის ქალაქ ვოლგოგრადის სარკინიგზო სადგურზე მოხდა. რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტული კომიტეტის თანახმად, აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო. ცნობით, თვითმკვლელმა ბომბი ააფეთქა ლითონის დეტექტორებთან, შესასვლელთან, სადაც განსაკუთრებით ბევრი ხალხი იყო. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ოლეგ სალაგაის თქმით, 40 ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. დაშავებული ბავშვის მდგომარეობას ექიმები საშუალო სიმძიმისად აფასებენ. ოლქის გუბერნატორის თანაშემწის, ნიკიტა ბარიშევის თქმით, აფეთქება ძალიან ძლიერი იყო და შენობა იმდენად დაზიანდა, რომ ის ახლა არ ფუნციონირებს, მატარებლები ჩადიან ქალაქგარეთ, მცირე სადგურებზე. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა უშიშროების ძალების მიმართ, უზრუნველყონ უსაფრთხოება თავდასხმის შემდეგ. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დაგმო ტერორისტული აქტი ვოლგოგრადის სადგურში და განაცხადა, რომ ალიანსი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთთან თანამშრომლობას. პასუხიმგებლობა თავდასხმისთვის ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG