Accessibility links

logo-print

გაერო: სირია ქიმიური იარაღისლიკვიდაციის გრაფიკს ჩამორჩება


გაეროს ექსპერტები თვლიან, რომ სირიის ხელისუფლებას გაუჭირდება საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად, წლის ბოლომდე გაიტანოს ქვეყნიდან თავისი ქიმიური არსენალის ყველაზე სახიფათო ნაწილი. გაეროს და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის მიერ მომწამვლელი ნივთიერებების ლიკვიდაციის სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული, მაგრამ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხრიდან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა ვადები დაიცვას. სირიის მთავრობა დათანხმდა, გაისად ივნისადმე განადგურდეს მისი ქიმიური იარაღი აშშ-რუსეთის შეთანხმების შესაბამისად და საერთაშორისო ექსპერტების მეთვალყურეებით.
XS
SM
MD
LG