Accessibility links

logo-print

აშშ-ის დაზვერვა ავღანეთში დიდ უკანსვლას მოელის


„ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, რომ აშშ-ის მთავრობის დაზვერვის სფეროში ანგარიშის ავტორები გამოდიან გაფრთხილებით, რომ აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიერ ავღანეთში ბოლო სამ წელიწადში მიღწეულ წარმატებას 2017 წლისთვის არსებითი გაბათილება მოელის. გაზეთის თანამხად, ის ესაუბრა ოფმიციალურ პირებს, რომლებიც გაეცნენ სახელმწიფო დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტს - შეფასებას, რომელიც დაზვერვის 16 უწყების დასკვნებს წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად, თალიბანი მზარდ გავლენას მოიპოვებს მას მერე, რაც აშშ დატოვებს საბრძოლო მოქმედებებს. იქვე წერია, რომ ავღანეთში მალევე დაიწყება ქაოსი, თუ ვაშინტონმა და ქაბულმა არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას ავღანეთში აშშ-ის ჯარის დატოვების შესახებ 2014 წლის შემდგომაც, როცა საერთაშორისო ჯარი დატოვებს ამ ქვეყანას.
XS
SM
MD
LG