Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი პალესტინელb პატიმრების კიდევ ერთ ნაწილს გაათავისუფლებს


ისრაელი ემზადება 26 პალესტინელი პატიმრის განთავისუფლებისთვის. აქტის მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებისთვის ხელშეწყობაა. შაბათს გვიან ისრაელმა გამოაქვეყნა სია პალესტინელებისა, რომლებიც დიდი ხანია იმყოფებიან საპატიმროში ისრაელი მოქალაქეების მკვლელობის გამო. ოფიციალური პირის თანახმად, ისინი დააპატიმრეს 1993 წლამდე, ანუ სანამ ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყებოდა. ეს აქტი რიგით მესამე იქნება მას მერე, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ძლიერი ზეწოლა მოახდინა ორივე მხარეზე, განეახლებინათ სამშვიდობო მოლაპარაკებები.
XS
SM
MD
LG