Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრინპისის პატიმრობიდან განთავისუფლებულმა ბოლო უცხოელმა აქტივისტმა რუსეთი დატოვა


გრინპისის 26 არარუსი აქტივისტიდან, რომლებიც არქტიკაში პროტესტის გამო საპატიმროში იმყოფებოდნენ, ბოლო, 26-მ დატოვა რუსეთი. გარემოს დამცველი ორგანიზაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე ტომაშ ძემიანჩუკი პეტერბურგიდან ვარშავაში გაფრინდა. გრინპისის აქტივისტები სექტემბრში დაკავეს არქტიკაში, ბარენცის ზღვაში გაზრომის სანავთობო ჭაბურღილთან საპროტესტო აქციის დროს და ახლა, კრემლის თანხმობით გამოცხადებული ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს. უცხოელი აქტივისტების მიმართ რუსეთის მართლმსაჯულების მოპყრობის გამო დასავლეთმა კრიტიკა გამოხატა. დაკავებული 30 პირიდან ოთხი რუსეთის მოქალაქეა.
XS
SM
MD
LG