Accessibility links

მორიგი აფეთქება მოხდა დღეს დილით ვოლგოგრადში


ვოლგოგრადში დღეს დილით კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ტროლეიბუსის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ამდენივე დაშავდა. საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, რუსეთის შსს-მ და საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურეს დღევანდელი აფეთქების ფაქტი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ვოლგოგრადის, ძერჟინსკის რაიონში, ბაზართან ახლოს.
„აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტროლეიბუსისგან არაფერი დარჩა", - განაცხადეს საგანგებო ვითარებათა სამინისტროს რეგიონულ განყოფილებაში.
ეს უკვე მეორე აფეთქებაა ვოლგოგრადში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში და მესამე ბოლო ორი თვის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG