Accessibility links

ვოლგოგრადში პანიკა დაიწყო


ვოლგოგრადში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ორი ტერაქტის შემდეგ პანიკა დაიწყო. ტერაქტებს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პოლიციაში შედის ზარები თითქოს ახალი აფეთქებების შესახებ. ქალაქის მოსახლეობას ეშინია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის და ქვეითად სიარულს არჩევს. დაწესებულებების ნაწილმა უკვე გამოყო სამსახურებრივი ტრანსპორტი თანამშრომლებისთვის. გასასვლელებში მონტაჟდება დამატებითი დეტექტორები. ხელისუფლება მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. სხვადასხვა მონაცემებით, დღეს დილით ტროლეიბუსის აფეთქების შედეგად დაღუპულია 10-დან 15-მდე ადამიანი, 28 დაშავდა. გამოძიების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ტროლეიბუსის სალონში იყო ჩადებული. საგანგებო ვითარებათა სამინიტრო ამზადებს თვითმფრინავს დაჭრილთა მოსკოვში გადასაყვანად. დაშავებულთა შორის 1 წლის ბავშვიც არის. ბევრი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია.
XS
SM
MD
LG