Accessibility links

მიხაელ შუმახერი კრიტიკულ მდგომარეობაშია


ლეგენდარული გერმანელი ავტომრბოლელი მიხაელ შუმახერი საფრანგეთის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია. კვირას საფრანგეთის ალპებში, კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალის დროს დაცემისას მან თავის ქალის ძლიერი ტრავმა მიიღო, რის გამოც გრენობლის საავადმყოფოში მას სასწრაფო ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მიხაელ შუმახერი კომაშია. ის 44 წლის არის. არსებული ინფორმაციით, მან ქვას დაარტყა თავი. მიხაელ შუმახერი სპორტიდან მეორედ 2012 წლის სეზონის დასასრულს წავიდა. ის „ფორმულა 1-ის“ ყველაზე წარმატებულ მრბოლელად არის აღიარებული, მის ანგარიშზე 91 გამარჯვებაა.
XS
SM
MD
LG