Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მესამე რაუნდი იწყება ჟენევაში


ირანის და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის ექსპერტების შევხედრების მესამე რაუნდი იწყება ჟენევაში. მოლაპარაკების მიზანია გასულ თვეში მიღწეული შეთანხმების განხორციელების გეგმა შეიმუშაონ. ორი რაუნდი უკვე ჩატარდა 24 ნოემბრის შემდეგ, როცა თეირანმა თანხმობა განაცხადა შეკვეცოს ბირთვული პროგრამა დასავლეთის სანქციების შერბილების სანაცვლოდ. ირანის სააგენტო მეჰრის თანახმად, ამ ქვეყნის მთავარმა წარმომადგენელმა მოლაპარაკებაზე, აბას არაყჩიმ, შეთანხმების ერთ თვეში განხორცილების იმედი გამოთქვა. არაყჩიმ თუმცა თქვა, რომ პროცესი ნელა მიმდინარეობს, რადგან შეთანხმების ზოგიერთი ელემენტის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციის გამო გაუგებრობაა მხარეებს შორის. პირველი რაუნდი შეწყდა, რადგან ირანის წარმომადგენლობამ შეხვედრა დატოვა ვაშინგტონის მიერ სანქციების შავის სიის გაფართოების გამო.
XS
SM
MD
LG