Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი თავად იწყებს საპატიმროდან მისი გაყვანის გამოძიებას


პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მისი გაყვანის გამოძიებას თავად იწყებს - ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის საქმეს განიხილავს. ვანო მერაბიშვილმა კვლავ მოითხოვა ვიდეოკამარების ჩანაწერების გადაცემა და განაცხადა, რომ საპატიმროდან მისი გაყვანის საქმეზე ჯერჯერობით არავის დაუკითხავს. „ასევე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ უკვე დარწმუნებული ვარ, ვინ იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მთავარ პროკურორთან ერთად, ეს იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმა დარბაისელი, რომლის მანქანითაც ციხიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადამიყვანეს“, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა. მისივე თქმით, მომდევნო სასამართლო სხდომებზე წარადგენს ფოტოსურათებს სასჯელაღსრულების დაწესებულების იმ თანამშრომლებისა, რომლებიც საპატიმროდან მის გაყვანაში მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG