Accessibility links

გიორგი მარგველაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ვოლგოგრადში მომხდარი ტერაქტების გამო


ვოლგოგრადში მომხდარი ტერაქტების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ტერორიზმს ერთმნიშვნელოვნად გმობენ. „ჩვენ მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ყველაზე ანტიჰუმანური მოვლენის დასამარცხებლად“, - ნათქვამია პრეზიდენტის დღვანდელ განცხადებაში. გიორგი მარგველაშვილმა სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს.
XS
SM
MD
LG