Accessibility links

logo-print

უზბეკი დისიდენტი აიძულეს ჟენევაში ქარიმოვას ვილა დაეტოვებინა


უზბეკი დისიდენტი, რომელიც ჟენევაში გულნარა ქარიმოვას კუთვნილ ვილაში დასახლდა თვითნებურად, ავრცელებს ცნობას, რომ ის იქიდან გააძევეს. 52 წლის საფარ ბეკჯონი, პოლიტიკული ემიგრანტი, ქარიმოვას 20 მილიონდოლარიან ვილაში 23 დეკემბრიდან დასახლდა, როგორც თვითონ ამბობს, იმ მიზნით, რომ მფლობელის შესახებ დოკუმენტური მასალა შეეგროვებინა. ვინ მისცა მას ბინის გასაღები, დაუდგენელია. ბეკჯონმა გაავრცელა ვილაში გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასახავს სხვათა შორის ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც სავარაუდოდ, უზბეკეთის სახელმწიფო მუზეუმიდან არის გატანილი. ბეკჯონმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის ვილიდან, მფლობელის, უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის უფროსი ქალიშვილის მიერ დაქირავებულმა მცველებმა გააძევეს შაბათს. მას არ უჩივლეს. ქარიმოვას მიმართ საქმეა აღძრული ფულის გათეთრების მუხლით შვედეთსა და შვეიცარიაში. სოციალური ქსელის გზით მან უზბეკეთის საპრეზიდენტო უშიშროების სამსახურის წევრებს დასდო ბრალი, რომ ბეკჯონს გასაღები მისცეს.
XS
SM
MD
LG