Accessibility links

მთავარი პროკურორი ტოვებს თანამდებობას


საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, პროკურორის ოფისის უებსაიტით გაავრცელა განცხადება, სადაც ის იტყობინება, რომ თავს ვალდებულად თვლის, დატოვოს მთავარი პროკურორის თანამდებობა.
„ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა“, წერს ფარცხალაძე და საზოგადოებას თავის აზრს უზიარებს:
„დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს ყოფნას არ გააჩნია სამართლებრივი პრობლემები, არ მინდა ეჭვქვეშ დადგეს იმ საქმეების გამოძიების ლეგიტიმაცია, რომელსაც ამ დროისთვის აწარმოებს მთავარი პროკურატურა. გარდა ამისა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით არ მინდა ჩრდილი მიადგეს პრემიერ-მინისტრს და იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება“, წერს ოთარ ფარცხალაძე, რომელის გარშემო ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გერმანიაში იყო ნასამართლები.
XS
SM
MD
LG