Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი უარყოფს აშშ-ის დაზვერვის სამსახურის პროგნოზს


ავღანეთმა უარყო აშშ-ის დაზვერვის სამსახურის პროგნოზი, რომ 2017 წლამდე მნიშვნელოვნად შემცირდება სამხედრო წინსვლა, რომელსაც ავღანეთში მიაღწიეს განვლილი სამი წლის განმავლობაში. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის პრესმდივანმა პროგნოზს „უსაფუძვლო“ უწოდა. აშშ-ის დაზვერვის ახალ ანგარიშში გამოთქმული შეფასებით, ავღანეთში სამხედრო თვალსაზრისით უკუსვლაა მოსალოდნელი იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების ნაწილი დარჩება 2014 წლსი შემდეგაც. ამასთან, ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ ავღანეთს ქაოსი მოელის, თუ ვაშინგტონი და ქაბული არ გააფორმებენ ხელშეკრულებას 2014 წლის შემდეგ ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის ნაწილის დატოვების თაობაზე. ამერიკელი ოფიციალური პირების შეფასებით, თუ არ გაფორმადა ხელშეკრულება ავღანეთში 8000-მდე ამერიკელი ჯარისკაცის დარჩენაზე, თალიბანმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიძლიეროს პოზიციები და ალ-ყაიდამ აღიდგინოს თავშესაფრები ავღანეთის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG