Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ნორლანდმა ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს


საქართველოს დამდეგი ახალი წელი სპეციალური ვიდეომიმართვით მიულოცა აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა. ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს მოქალაქეებს ჯანმრთელობა, ბედნიერება და მშვიდობა უსურვა. „ჩვენი ფიქრებით განსაკუთრებით იმ მამაც ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებთან ვართ, რომლებიც ამ სადღესასწაულო დღეებში, სახლიდან შორს, ავღანეთში ერთმანეთის მხარდამხარ მსახურობენ”, - აღნიშნავს რიჩარდ ნორლანდი. აშშ-ის ელჩის შეფასებით, დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე მნიშვნელოვანია ყველა ქართველის ერთსულოვანი შრომა იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც თავდაჯერებული, დემოკრატიული საქართველო ჰქვია, საქართველო, რომელიც მსოფლიოს ამ სტრატეგიულ ნაწილში სტაბილურობას უზრუნველყოფს. „შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ყველა მოქალაქეს მათ ერთობლივ ძალისხმევაში, ააშენონ უკეთესი მომავალი საკუთარი შვილებისა და ქვეყნისთვის“, - განაცხადა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.
XS
SM
MD
LG