Accessibility links

logo-print

2013 წლის 11 თვის განმავლობაში 2,6% შეადგინა შიდა პროდუქტის ზრდამ


2013 წლის ნოემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,8% შეადგინა - ასეთია წინასწარი შეფასება, რომელიც დღეს გამოაქვეყნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. მისივე მონაცემებით, 2013 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,6% შეადგინა. საქართველოს მთავრობა წლის დასაწისში 6%-იან ზრდას ვარაუდობდა, 2014 წლისთვის კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 5%-ით განსაზღვრა.
XS
SM
MD
LG