Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია დამატებით განმარტებას ითხოვს სააპელაციო სასამართლოსგან


გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილების შეჩერების გამო სააპელაციო სასამართლოსგან დამატებით განმარტებას ითხოვს დედაქალაქის მერია. დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, მერიას აინტერესებს აქვს, თუ არა სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განმარტებას სავალდებულო იურიდიული ძალა, კანონმდებლობის რომელ ნორმას ეფუძნება ეს განმარტება, რა ფორმით უნდა შესრულდეს სასამართლოს განჩინება, რა ზომებს უნდა მიმართოს მის აღსასრულებლად პროკურატურამ და გამოიწვევს თუ არა განჩინების შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თბილისის მერიას იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ამჯერადაც გაითვალისწინებს საზოგადოების მაღალ ინტერესს და განმარტებას გონივრულ ვადაში გამოაქვეყნებს. საბიუჯეტო თანხების პარტიული მიზნებით უკანონოდ გამოყენებაში ბრალდებულ გიგი უგულავას თბილისის მერის უფლებამოსილება 22 დეკემბერს შეუჩერა საქალაქო სასამართლომ, რომლის განჩინება 26 დეკემბერს ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
XS
SM
MD
LG