Accessibility links

logo-print

ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ რუსეთში ბოლოს მოუღებს ტერორიზმს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ რუსეთში ბოლოს მოუღებს ტერორიზმს. ამის შესახებ მან განაცხადა შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკში ყოფნისას გაკეთებულ საახალწლო მიმართვაში. ხაბაროვსკში პუტინი მოულოდნელად ჩავიდა 31 დეკემბერს, რათა ახალ წელს ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობასთან ერთად შეხვდეს. როგორც იტყობინებიან, პუტინმა დაარღვია მრავალწლიანი ტრადიცია და რუსეთის მოსახლეობის წინაშე ორი საახალწლო მიმართვით გამოვიდა. პირველი მოისმინეს კამჩატკის, ჩუკოტკისა და მაგადანის მოსახლეებმა, მეორე კი შემდეგ დროით სარტყელში - ხაბაროვსკში.
XS
SM
MD
LG