Accessibility links

logo-print

2014 წლის 1 იანვრიდან ლატვია ევროზონაში შევა


2014 წლის 1 იანვრიდან ლატვია ევროზონაში შევა. როცა რიგაში შუაღამე დადგება, ლატვია ევროზონის მე-18 წევრი გახდება. ევრო შეცვლის ქვეყნის ამჟამინდელ ვალუტას, ლატს, თუმცა პირველი 14 დღის განმავლობაში ორივე ვალუტის გამოყენება იქნება დაშვებული. როგორც იტყობინებიან, ლატვიის მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობაა ეროვნული ვალუტის შეცვლის გამო. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ცხადყოფს, რომ მოსახლეობის მხოლოდ ერთ მეოთხედს უხარია ევროს შემოღება. ხალხის წუხილის ძირითადი მიზეზია ფასების ზრდა ხელისუფლების მიერ მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარების ფონზე.
XS
SM
MD
LG