Accessibility links

ვიქტორ იანუკოვიჩი ეროვნული ერთობის მოწოდებით გამოვიდა


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ეროვნული ერთობის მოწოდებით გამოვიდა, მისი თქმით, დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში შესაძლოა, „ყველაზე რთული“ წლის შემდეგ. ეს განცხადება მან თავის ყოველწლიურ საახალწლო მიმართვაში გააკეთა. მას მერე, რაც ნოემბერში იანუკოვიჩმა უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, ათიათასობით უკრაინელი საპროტესტო აქციებს მართავს კიევისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. ისინი იანუკოვიჩის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. თავის მიმართვაში იანუკოვიჩმა თქვა, რომ უკრაინა განავითარებს ურთიერთობებს ევროკავშირთან, რუსეთთან და ჩინეთთან და პირობა დადო, რომ უკრაინის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე არ შეექმნება. პრეზიდენტის გამოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ კიევის მთავარ მოედანზე 100000-ზე მეტმა ადამიანმა უკრაინის ეროვნული ჰიმნი შეასრულა ევროინტეგრაციის მხარდაჭერის გამოსახატავად.
XS
SM
MD
LG