Accessibility links

logo-print

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი კრიტიკულ მდგომარეობაშია


ექიმების თქმით, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი კრიტიკულ მდგომარეობაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ზეევ როტშტაინმა, დირექტორმა თელ-ავივის მახლობლად მდებარე საავადმყოფოსი, რომელშიც მკურნალობენ კომაში მყოფ 85 წლის შარონს, ხუთშაბათს თქვა, რომ გაუარესდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციონირება, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია. ისრაელის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ შარონს თირკმელების ფუნქცია აქვს დარღვეული. დიდი ხნის სამხედრო კარიერის შემდეგ, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, შარონი პრემიერ-მინისტრი იყო 2001- 2006 წლებში. ის კომაში იმყოფება მას მერე, რაც 2006 წლის იანვარში, საარჩევნო კამპანიისას, რომელშიც წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, ტვინში სისხლი ჩაექცა. უკანასკნელ დღეებში შარონის მდგომარეობა გაუარესდა.
XS
SM
MD
LG