Accessibility links

logo-print

52 მგზავრის ევაკუაცია მოხერხდა ანტარქტიკაში ყინულის ტყვეობაში მყოფი გემიდან


მაშველებმა უსაფრთხოდ შეძლეს შვეულმფრენის საშუალებით ევაკუაცია მოეხდინათ რუსეთის კვლევით გემზე მყოფი 52 მგზავრისა. ავსტრალიის საზღვაო ფლოტის თანახმად, ეს უწყებაა სამაშველო სამუშაოებისთვის პასუხიმგებელი, მგზავრები მახლობლად მდგომ ავსტრალიურ გემზე გადაიყვანეს ჩინეთის ყინულმჭრელის შვეულმფრენების საშუალებით ხუთშაბათს. რუსეთის გემი, აკადემიკოსი შოკალსკი ყინულის ტყვეობაში მოექცა 24 დეკემბერს. გემი ავსტრალიელი მოგზაურის, დაგლას მოუსონის 1911-14 წლების ექსპედიციის ნაკვალვევს მიჰყვება. მგზავრებს შორის იყვნენ მეცნიერები, ტურისტები, ჟურნალისტები. მათი ევაკუაციის ადრინდელი მცდელობები გაძნელდა უამინდობის გამო. ეკიპაჟის 22 წევრი დარჩება გემზე, რომელსაც არავითარი საფრთხე ემუქრება.
XS
SM
MD
LG