Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სამხრეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


ხუთნახევარ-ბალიანი მიწისძვრა მოხდა ირანის სამხრეთში. ცნობით, ერთი პირი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 30-ია. ირანის ტელევიზიის ცნობით, მიწისძვრამ გაანადგურა ბევრი შენობა, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. პირველი ბიძგები დილით ადრე იგრძნეს ქალაქ ბასთაქში, ჰორმოზგანის პროვინციაში. მოგვიანებით ბიძგები განმეორდა. ქალაქი თეირანიდან 1200 კილომეტრშია. რეგიონი სეისმურად აქტიურ ზონაშია და იქ ხშირია მიწისძვრები.
XS
SM
MD
LG