Accessibility links

რუსეთში ათობით ადამიანი დააკავეს ვოლგოგრადის ტერაქტებთან დაკავშირებით


რუსეთის ხელისუფლებამ ათობით ადამიანი დააკავა ვოლგოგრადში მომხდარი ორი ტერაქტის შემდეგ, რომელთაც 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იმოწმებენ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის თანახმად, კვირას და ორშაბათს მომხდარი აფეთქებების შემდეგ დაკავებულია 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მიგრანტები ცენტრალური აზიიდან და ჩრდილო კავკასიის რეგიონიდან. ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება ამ ტერაქტებისა, რომელთაგან ერთი ქალაქის რკინიგზის სადგურზე მოხდა, მეორე კი ტროლეიბუსში. ვარაუდობენ, რომ აფეთქებები თვითმკვლელთა მოწყობილია. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, არსებობს ძლიერი ეჭვი, რომ აფეთქებები ჩრდილოკავკასიელმა ისლამისტებმა მოაწყვეს. ტერაქტების შედეგად ათობით ადამიანი დაიჭრა, ზოგიერთი ჯერაც საავადმყოფოში იმყოფება მძიმე ვითარებაში.
XS
SM
MD
LG