Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის დასავლეთის ორ ქალაქს მეამბოხეები აკონტროლებენ


ერაყიდან იტყობინებიან, რომ შეიარაღებულმა რაზმებმა დაიკავეს დასავლეთის ქალაქების, ფალუჯას და რამადის ზოგიერთი ნაწილი. ბრძოლა დაიწყო ანბარის პროვინციაში ორშაბათს, როცა უშიშროების ძალებმა რამადიში საპროტესტო ბანაკი დაშალეს. ამას მოჰყვა სუნიტებსა და შიიტების მეთაურობით მოქმედ მთავრობას შორის არსებული დაძაბულობის გამწვავება. უშიშროების ძალებმა არეალი დატოვეს. ფრანცპრესის ცნობით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ნათქვამს ეყრდნობა, ფალუჯის ნახევარი ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა დაიკავა. რამადიში ეს ჯგუფი და ადგილობრივ ძალები გამაგრდნენ.
XS
SM
MD
LG