Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქურთისტანიდან თურქეთისთვის ნავთობის მიწოდება დაიწყო


თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, თანერ ილზიდმა განაცხადა, რომ ერაყის ქურთისტანიდან ახალი ნავთობსადენის გავლით თურქეთში ნავთობის გადაქაჩვა დაიწყო. მილსადენი ერაყს აკავშირებს თურქეთის ქალაქ ჯეიჰანთან. ილზიდის თქმით, ნავთობს შეინახავენ საწყობებში, სანამ ერაყის ცენტრალური მთავრობა მისი ექსპორტის თანხმობას გასცემდეს. თურქეთმა და ავტონომიური ქურთისტანის ხელისუფლებმა ბაღდადის გარეშე მიაღწიეს მორიგებას ნავთობის მიწოდებაზე. ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ არ აღიარებს მის გარეშე დადებულ სავაჭრო შეთანხმებებს, რომლებიც ნავთობსა და გაზს შეეხება. ბაღდადი დაემუქრა ყველა უცხოურ კომპანიას, რომელიც მის გარეშე მოაწერს ხელს შეთანხმებებს, რომ ერაყში მუშაობას აუკრძალავს.
XS
SM
MD
LG