Accessibility links

logo-print

ბეირუთში აფეთქებამ ოთხი ადამიანი შეიწირა


ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა ბეირუთში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა რაიონში, რომელშიც ძლიერი პოზიცია აქვს შიიტების ორგანიზაცია „ჰიზბოლას“. უფრო ადრე გავრცელებულ ცნობებში საუბარი იყო ხუთ დაღუპულზე. აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. ლიბანის დედაქალაქში ბოლო თვეებში რამდენიმე აფეთქება მოეწყო სუნიტებსა და შიიტებს შორის დაძაბულობის ფონზე. დაძაბულობას ამწვავებს მეზობელ სირიაში მიმდინარე კონფლიქტი.
XS
SM
MD
LG