Accessibility links

logo-print

ჯონ კერი: ამერიკელები თანაუგრძნობენ ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ამერიკელები თანაუგრძნობენ ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, არიელ შარონს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. კერიმ ამის შესახებ განაცხადა ისრაელში ვიზიტისას, რომელიც ემსახურება ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას. არიელ შარონი კომაშია 2006 წლიდან, ინსულტის შემდეგ. მისი ექიმების განცხადებით, ბოლო დღეებში გაუარესდა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ორგანოს ფუნქციონირება. ისრაელიდან იუწყებიან ასევე, რომ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ იერუსალიმში ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ გამოხატა ეჭვი იმის თაობაზე, რომ პალესტინელების მხრიდან მართლაც სერიოზულია სამშვიდობო პროცესის მიმართ მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG