Accessibility links

ბელორუსია რუსეთისაგან მიიღებს 450 მლნ დოლარის კრედიტს


რუსეთი ბელორუსიას მიაწვდის 450 მილიონი დოლარის კრედიტს. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა დაამტკიცა ბელორუსიის მთავრობასთან მიღწეული შესაბამისი შეთანხმება და გასცა განკარგულება მინსკთან ამ შეთანხმების ხელმოწერის მიზნით მოლაპარაკების დაწყებაზე. მინსკი წელს მიიღებს წელიწადში 4%-ან კრედიტს იმ პირობით, რომ შეასრულებს რუსეთისაგან ძირითადი სესხის, ისევე როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირისაგან სესხის მომსახურების შესახებ ნაკისრ ვალდებულებებს.
XS
SM
MD
LG