Accessibility links

ერაყში ძალადობამ 20-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ერაყელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, 16 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ბალად რუსში დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აფეთქება მოეწყო საყიდლებზე გასული ხალხით სავსე ქუჩაში. ქალაქი ბალად რუსი ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 70-მდე კილომეტრში მდებარეობს. როგორც იუწყებიან, დაიჭრა, სულ ცოტა, 31 ადამიანი, დაინგრა რამდენიმე მაღაზია. ერაყში ხუთშაბათს მოწყობილ თავდასხმებს შორის იყო აგრეთვე ბაღდადში სამგზავრო მიკროავტობუსის აფეთქება, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი და დაიჭრა ექვსი ადამიანი. ამას გარდა, სამი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულში სამხედრო პატრულის წინააღმდეგ მიმართული აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG