Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ორ ქალაქში შეტაკებებია


ერაყის ორი ქალაქიდან, ფალუჯიდან და რამადიდან, იუწყებიან ექსტრემისტებთან უშიშროების ძალების შეტაკებების შესახებ. ცნობების თანახმად, ექსტრემისტები არიან „ალ-ყაიდის“ მოკავშირე ჯგუფის მებრძოლები. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ცნობით, რამადიში ბრძოლები შენელდა, მაგრამ ნათელი არ არის, შეძლო თუ არა ერაყის ხელისუფლებამ კონტროლის აღდგენა რომელიმე ქალაქზე. ორივე ქალაქი დასავლეთ ერაყში, ანბარის პროვინციაში მდებარეობს. ბრძოლა დაიწყო ორშაბათს, მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა დაშალეს საპროტესტო ბანაკი ქალაქ რამადისთან. ამ მოქმედებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაპირისპირება სუნიტ არაბებსა და შიიტების მიერ მართულ მთავრობას შორის.
XS
SM
MD
LG