Accessibility links

logo-print

ექიმები აცხადებენ, რომ გაუარესდა ისრაელის ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა


ექიმების შეფასებით, კიდევ უფრო გაუარესდა ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თელავივთან მდებარე საავადმყოფოს დირექტორის, ზეევ როტშტაინის განცხადებით, შარონის სიცოცხლე კვლავინდებურად საფრთხეშია, დარღვეულია სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ორგანოს ფუნქციონირება. ცნობა, რომ ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხუთშაბათს გავრცელდა. არიელ შარონი 2001-2006 წლებში ხელმძღვანელობდა ისრაელის მთავრობას. ის კომაშია 2006 წლის იანვრიდან - მას შემდეგ, რაც ინსულტი დაემართა წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
XS
SM
MD
LG