Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა


საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ პატიმრის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტუბერკულოზით და შიდსით დაავადებულ პატიმარს სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო ცენტრში 2013 წლის 27 დეკემბრიდან უტარდებოდა ანტიტუბერკულოზური მკურნალობა, შესაძლო შედეგებზე ინფორმირების მიუხედავად კი, პაციენტს უარი წერილობით ჰქონდა ნათქვამი შიდსის საწინააღმდეგო მკურნალობაზე. სამინისტროს წინასაწრი მონაცემებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა 31 დეკემბრიდან გაუარესდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩარევის საჭიროება აშკარად იკვეთებოდა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა გამოძახებული არ ყოფილა. სასჯელაღსრულების სამინისტრო ექიმის შეცდომას ვარაუდობს და აცხადებს, რომ ფაქტის შესასწავლად ერთობლივად მუშაობენ გენერალური ინსპექცია და სამედიცინო დეპარტამენტი სრეგულირების სამმართველო. სამინისტრო გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ გარდაცვალების ზუსტიმი ზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც.
XS
SM
MD
LG