Accessibility links

რუსეთში დაიწყო უფლებადამცველ სერგეი მოხნატკინის სასამართლო პროცესი


რუსეთში დაიწყო ცნობილი უფლებადამცველის, სერგეი მოხნატკინის სასამართლო პროცესი. ხუთშაბათს მოსკოვის სასამართლომ მისი ორი თვით დაკავების სანქცია გასცა. მოხნატკინს ახალი წლის ღამეს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. საპროტესტო აქციაზე 28 ადამიანი დააკავეს. აქცია მიმართული იყო რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლის მხარდასაჭერად, რომელიც შეკრების თავისუფლებას უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG