Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობის ძალებმა რამადისა და ფალუჯაში კვლავ წარმატებას მიაღწიეს


ერაყის ორი ქალაქიდან, ფალუჯიდან და რამადიდან, იუწყებოდნენ ექსტრემისტებთან უშიშროების ძალების შეტაკებების შესახებ. მთავრობის ძალებმა და მათ მოკავშირე ადგილობრივმა რაზმებმა კვლავ დაიბრუნეს რამადიში არეალები, სადაც რამდენიმე დღის წინ ისლამისტმა მეამბოხეებმა იმარჯვეს. ჩვენი რადიოს, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის თანახმად, პოლიციის ძალებმა და მათ მოკავშირე ადგილობრივ სუნიტთა რაზმებმა კვლავ ჩაიგდეს ხელში პოლიციის განყოფილებები. ფალუჯიდან იტყობინებიან, რომ იქ პროგრესი ნაკლები აქვთ მთავრობის ძალებს, რომლებსაც ბრძოლა უწევთ ალ ყაიდასთან დაკავშირებულ მეამბოხეებთან. რამადიში პარასკევის ლოცვაზე მუფთიმ მლოცველებს მოუწოდა, მიემხრონ მთავრობის ძალებს. ბრძოლა ანბარის რეგიონში დაიწყო ორშაბათს, მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა დაშალეს საპროტესტო ბანაკი ქალაქ რამადისთან. ამ მოქმედებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაპირისპირება სუნიტ არაბებსა და შიიტების მიერ მართულ მთავრობას შორის.
XS
SM
MD
LG