Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი პალესტინელთა და ისრაელის ლიდერებს შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს. დღეს ის რამალაში შეხვდა პალესტინის ავტონომიის ლიდერ მაჰმუდ აბასს. კერის ვიზიტამდე აბასმა განაცხადა, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ახალი ებრაული დასახლებების შესახებ ისრაელის განცხადებები ადასტურებს, რომ ისრაელი არ არის სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის განწყობილი. პარასკევს კერი შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეტანიაჰუსაც. ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ეჭვქვეშ დააყენა აბასის პოზიცია სამშვიდობო პროცესის მიმართ. კერისთან შეხვედრამდე ნეტანიაჰუმ გააკრიტიკა აბასი იმის გამო, რომ ისრაელის მიერ გათავისუფლებულ პალესტინელ პატიმრებს გმირებივით შეეგებნენ. პატიმართა უმრავლესობას ისრაელის მოქალაქეთა მკვლელობაში ედებოდა ბრალი. ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ ჩარჩო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რაშიც ის მხარეებს დახმარებას დაპირდა. კერის იქ ვიზიტისას ისრაელმა გამოსცადა შორი მოქმედების რაკეტა. სისტემა აშშ-თან თანამშრომლობით შემუშავდა. გამოცდას ამრიკელი სპეციალისტები ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG