Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა პოლიციასა და "მუსლიმთა საძმოს" მომხრეთა შეტაკებაში


ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა, როცა უშიშროების ძალებმა ჩამოგდებული პრეზიდენტის მომხრე „მუსლიმთა საძმოს“ წევრების წინააღმდეგ განახორციელეს აქციები. როგორც იტყობინებიან, „მუსლიმთა საძმოს“ წევრები დაიღუპნენ პარასკევს კაიროში, ალექსანდრიაში, ისმაილიაში, ფაიუმსა და მინიაში. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „მუსლიმთა საძმოს“ 122 მომხრეა დაპატიმრებული.
XS
SM
MD
LG