Accessibility links

logo-print

აშშ-მა რუსეთს დახმარება შესთავაზა სოჭის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად


პენტაგონის შეფმა, ჩაკ ჰეიგელმა შაბათს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და უთხრა მას, რომ მზად არის დაეხმაროს სოჭის ოლიმპიური თამაშების წინ ტერორისტული საფრთხის თავიდან აცილებაში. ამერიკის მინისტრმა თანაგრძნობა გამოხატა ვოლგოგრადში მომხდარი ტერაქტებთან დაკავშირებით, რომელთაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. შოიგუმ მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას სოლიდარობის სიტყვებისთვის და დახმარების შეთავაზებისთვის. სატელეფონო საუბარი ამერიკის მხარის ინიციატივით შედგა. მანამდე დახმარების შეთავაზების შესახებ განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რომელთა თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის უკვე არსებობს თანამშრომლობა სოჭის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.
XS
SM
MD
LG