Accessibility links

logo-print

აშშ მზადაა, ერაყს ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოს „ალ-ყაიდის“ წინააღმდეგ ბრძოლაში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა, ერაყს „ალ-ყაიდის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოს. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს ერაყში ჯარების კვლავ გაგზავნას. „ეს ერაყელების ბრძოლაა“, დასძინა კერიმ. მისი კომენტარი მოჰყვა ერაყის პრემიერ-მინისტრის, ნური ალ-მალიქის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის მზადაა ყველა ტერორისტულ დაჯგუფებას მოუღოს ბოლო პროვინცია ანბარში. ამ პროვინციის ორ ქალაქში, ფალუჯასა და რამადიში, ექსრტემისტები აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ უშიშროების ძალებს. როგორც ჩვენი რადიოს ერაყული სამსახური იტყობინება, ფალუჯის თითქმის 60 პროცენტს აკონტროლებენ „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებული მეამბოხეები და ანტისამთავრობო ძალები.
XS
SM
MD
LG