Accessibility links

ბაღდადში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა


ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. პოლიციის თანახმად, ყველაზე მძიმე თავდასხმები განხორციელდა ბაღდადის ჩრდილოეთში მდებარე შააბის რაიონში, როცა ერთდროულად აფეთქდა რესტორნისა და ჩაის სახლის წინ გაჩერებული ავტომანქანები. ხელისუფლების ცნობით, აფეთქებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა და 26 დაიჭრა. კიდევ ერთი ბომბის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა ბაბ ალ-მუადამის კომერციულ რაიონში. ორი დანარჩენი აფეთქების შედეგად ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 13 დაიჭრა. ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, რომელმაც ინციდენტების შესახებ ცნობები გაავრცელა, ანონიმურად მოქმედებდა, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ ინფორმაციის გასაჯაროების უფლება.
XS
SM
MD
LG