Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაგლადეშში, სადაც დღეს საყოველთაო არჩევნები ტარდება, შეტაკებებში სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა


ბაგლადეშში, სადაც დღეს საყოველთაო არჩევნები ტარდება, საპროტესტო აქციის მონაწილე ათასობით ადამიანმა აალებადი სითხით სავსე ბოთლები დაუშინა საარჩევნო უბნებს და გაიტაცა საარჩევნო ბიულეტენები. პოლიციის მონაცემებით, შეტაკებებში სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა. ოპოზიციური პარტიების მომხრეებმა დაწვეს და დაანგრიეს 200-ზე მეტი საარჩევნო უბანი. ოპოზიცია ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მას „სამარცხვინო ფარსს“ უწოდებს. პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ უკუაგდო ოპოზიციის მოთხოვნები, უპარტიო დროებით მთავრობას განეხორციელებინა არჩევნების კონტროლი, როგორც ეს წარსულში იყო. ბანგლადეშში წინასაარჩევნო კამპანიას თან ახლდა ანტისამთავრობო გამოსვლები და არეულობა, რის დროსაც 150-მდე ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG