Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ფრანცისკე მაისში თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს შეასრულებს წმიდა მიწაზე


რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური ფრანცისკე მაისში თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს შეასრულებს ისრაელში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და იორდანიაში. კვირას ვატიკანში პაპმა გამოაცხადა, რომ წმიდა მიწაზე მისი ვიზიტი 24-26 მაისს შედგება. ფრანცისკეს თქმით, მისი ვიზიტის მთავარი მიზანია, იზეიმოს იერუსალიმში პაპ პავლე VI-სა და მართლმადიდებელ ქრისტიანთა მაშინდელ სასულიერო ლიდერს, მსოფლიო პატრიარქ ათინაგორას შორის შეხვედრის 50-ე წლისთავი. ჯერჯერობით ეს პაპის ერთადერთი გამოცხადებული მოგზაურობაა 2014 წელს და მეორე მოგზაურობა უცხოეთში 2013 წელს ბრაზილიაში ვიზიტის შემდეგ.
XS
SM
MD
LG