Accessibility links

logo-print

მიტ რომნი: რუსეთი აკნინებს ოლიმპიური თამაშების სულს


აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, მიტ რომნის აზრით, ოლიმპიური თამაშების სულს აკნინებს რუსეთის მიდგომა დემოკრატიული რეფორმებისადმი და მისი დამოკიდებულება ქვეყნებისადმი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აკრიტიკებს. მისამ შეფასებას საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეტიდ პრესი" ავრცელებს. იუტის შტატის ყოფილი გუბერნატორი რომნი, რომელიც 2002 წელს სოლტ ლეიკ სიტიში გამართულ ოლიმპიურ თამაშებს ხელმძღვანელობდა, კრიტიკულად აფასევს უსაფრთხოების მდგომარეობასაც, თუმცა თვლის, რომ რუსეთმა ყველა ზომას მიმართა, რათა აღკვეთოს ძალადობა და დაიცვას სოჭში ჩასული სპორტსმენების უსაფრთხოება. რომნის სიტყვებით, თუ არჩევანი მასზე მიდგებოდა, ის არ მისცემდა ხმას რუსეთს, როგორც ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანას.
XS
SM
MD
LG