Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ ხოდორკოვსკი შვეიცარიაში ჩავიდა


ყოფილი რუსი მაგნატი მიხაილ ხოდორკოვსკი შვეიცარიაში ჩავიდა გერმანიიდან, სადაც მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც გასულ თვეში გამოუშვეს რუსეთში პატიმრობიდან. პრესმდივნის თქმით, ხოდორკოვსკი და მისი მეუღლე კვირას მატარებლით ჩავიდნენ ბაზელში, შვილების სკოლაში წასაყვანად. ბაზელის გზაზე, ხოდორკოვსკიმ შვეიცარიის ტელევიზიას უთხრა, რომ სურს, წამოიწყოს კამპანია რუსეთში პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. შვეიცარიამ ხოდორკოვსკის სამთვიანი ვიზა მისცა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 20 დეკემბერს შეიწყალა ხოდორკოვსკი მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 10 წელიწადზე მეტი დაჰყო ციხეში თაღლითობისა და გადასახადებისათვის თავის არიდების ბრალდებებით. მის დაპატიმრებას ბევრი მიიჩნევს კრემლის შურისძიებად ოპოზიციის დაფინანსების გამო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხოდორკოვსკი მაშინვე გაფრინდა ბერლინში.
XS
SM
MD
LG