Accessibility links

ავღანეთში აპირებენ, აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად გაუშვან 88 პატიმარი


ავღანეთში აპირებენ, გეგმისამებრ გაათავისუფლონ 88 პატიმარი მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მათ სახიფათოდ მიიჩნევს და მათ გაშვებას ეწინააღმდეგება. ავღანეთში შექმნილი საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ, აბდულ შაქორ დადრასმა კვირას უთხრა საინფორმაციო სააგენტო “როიტერსს“, რომ მტკიცებულებები არ იძლევა ციხეში მათი უფრო დიდხანს დატოვების საფუძველს. პატიმრები დაკავებული არიან ბაგრამის საჰაერო ბაზაზე, ქაბულის ჩრდილოეთით. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ავღანეთის დაზვერვის სამსახურს დაავალა, გადაესინჯა 88 პატიმრის საქმეები მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ არსებობს უცხოელი ჯარისკაცების დახოცვაში ამ პატიმრების მონაწილეობის მტკიცებულებები. ამერიკელმა სენატორებმა გასულ კვირაში ავღანეთში ვიზიტისას მოუწოდეს ჰამიდ კარზაის, არ დაეშვა 88 პატიმრის გათავისუფლება. მათი თქმით, ასეთი ნაბიჯი ზიანს მიაყენებდა ამერიკა-ავღანეთის ურთიერთობას.
XS
SM
MD
LG