Accessibility links

logo-print

გერმანიის კანცლერი თხილამურებით სირბილის დროს დაშავდა


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შვეიცარიაში თხილამურებით სირბილის დროს დაშავდა. მისი პრესმდივნის, შტეფენ ზაიბერტის განცხადებით, მენჯის მოტეხილობის გამო კანცლერს მოუწევს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ბევრი შეხვედრისა და მოგზაურობის გაუქმება. იუწყებიან ასევე, რომ კვლავინდებურად ხელოვნურ კომაშია გამოჩენილი გერმანელი ავტომრბოლელი, მიხაელ შუმახერი, რომელმაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო დეკემბერში საფრანგეთში თხილამურებით სრიალისას.
XS
SM
MD
LG