Accessibility links

logo-print

ჰამიდ კარზაი პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდა


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი შეხვდა 11 პირს, რომელიც შეეცდება მის შეცვლას სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე. პრეზიდენტობის კანდიდატებმა კარზაის მოუწოდეს, იზრუნოს იმაზე, რომ 5 აპრილის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. საინფორმაციო სააგენტო „ტოლო ნიუსის“ ცნობით, ყოფილმა პარლამენტარმა დაუდ სულტანზოიმ გამოთქვა შეშფოთება, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსებით ისარგებლონ კანდიდატებმა, რომლებიც ადრე მთავრობაში მუშაობდნენ. ამ შეშფოთებას იზიარებს რამდენიმე სხვა კანდიდატიც. „ტოლო ნიუსის“ ცნობით, კარზაიმ განაცხადა, რომ დაწყებულია ძალისხმევა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის არიან საგარეო საქმეთა, ფინანსთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრები, ისევე როგორც ჰამიდ კარზაის ერთ-ერთი ძმა. თვით ჰამიდ კარზაის პრეზიდენტობის მეორე ვადა ამოეწურობა.
XS
SM
MD
LG