Accessibility links

logo-print

ავღანეთში დააკავეს რვა წლის გოგონა, რომელსაც თვითმკვლელის ჟილეტი ეცვა


ავღანეთში პოლიციამ დააკავა რვა წლის გოგონა, რომელსაც თვითმკვლელის ჟილეტი ეცვა. ის აპირებდა აფეთქების მოწყობას მესაზღვრეების ბლოკ-პოსტთან. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის უთხრა, რომ გოგონა კვირას, ღამით დააკავეს ჰელმანდის პროვინციაში, როცა ის ბლოკ-პოსტს უახლოვდებოდა. ამავე წყაროს ცნობით, ბავშვი სავარაუდოდ არის თალიბების ერთ-ერთი მეთაურის და. ის ჰელმანდის დედაქალაქ ლაშკარ გაჰში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG