Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიტიკულ მდგომარეობაშია თურქეთში სასმელით მოწამლული ერთ-ერთი ქართველი


თურქეთში, ქალაქ გებზეში ალკოჰოლური სასმელით მოწამლული საქართველოს ერთი მოქალაქე კრიტიკულ მდგომარეობაშია, ერთის მდგომარეობა კი შედარებით გაუმჯობესდა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი", თურქეთში საქართველოს გენერალური კონსულის ირაკლი ასაშვილისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით. მისივე ინფორმაციით, საკონსულო ელის ადგილობრივი სამხარეო პროკურატურის ნებართვას და გაირკვევა, თუ როდის მოხდება ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი ხუთი მოქალაქის საქართველოში გადასვენება. თურქეთში სამუშაოდ მყოფი შვიდი ქართველი გასული კვირის ბოლოს მოიწამლა კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელით.
XS
SM
MD
LG